Tag Archives: ჰემოგლობინის

კლიბლერ – ნაიარის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კლიბლერ – ნაიარის სინდრომი – არაჰემოლიზური თანდაყოლილი პირველი ტიპის სიყვითლე, არაჰემოლიზური ჰიპერბილირუბინემია ბირთვული სიყვითლით – მემკვიდრეობითი დაავადება, განპირობებული ფერმენტ გლუკორონზილტრანსფერაზის უკმარისობით. გამოვლინდება ცხოვრების პირველ დღეებში. ნიშნებია – სისხლში არაპირდაპირი ჰემოგლობინის შემადგენლობის მკაფიო მომატება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების სიმპტომები, კბილის ემალის განუვითარებლობა, მემკვიდრეობის ტიპი ავტოსომურ – დომინანტური. [“3”]

Read More

ერითროციტოზი მემკვიდრულ – ოჯახური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ერითროციტოზი მემკვიდრულ – ოჯახური – (ბერძ. erythros წითელი + kytos უჯრედი; სინ.: ოჯახური კეთილთვისებიანი პოლიციტემია, ბავშვთა პირველადი ერითროციტოზი, ბავშვობის ჭეშმარიტი პოლიციტემია) გენეტიკურად განპირობებული დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების შემცველობის გაზრდით, სისხლის წებოვნების ცვლილებებით და მიკროცირკულაციის დარღვევებით. კლინიკურ სურათში ხშირად აღინიშნება თავის ტკივილი, დაღლა, ტკივილი

Read More