Tag Archives: ჰერპესის

ნეკროზული ენცეფალიტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეკროზული ენცეფალიტები – თავის ტვინის მძიმე ინფექციური დაზიანებების ჯგუფი, რომლებსაც იწვევს მარტივი ჰერპესის ვირუსი, იშვიათად ციტომეგავირუსი. რიგ შემთხვევებში ეტიოლოგიის დადგენა ვერ ხერხდება. ჰერპესული ენცეფალიტი წარმოადგენს ჰერპესული ინფექციის იშვიათ ვარიანტს; გამომწვევია მარტივი ჰერპესის ვირუსი ან ჩუტყვავილას ვირუსი. დაავადების დასაწყისში აღინიშნება პროდრომული მოვლენები. ავადმყოფთა ნაწილში ვლინდება ჰერპესული გამონაყარი კანსა

Read More

ნეირონოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეირონოპათია – (ბერძ. neuron – ძარღვი, ნერვი) პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ზურგის ტვინის წინა რქების მოტორული ნეირონების სხეულების ან ზურგის ტვინის განგლიების სენსორული ნეირონების პათოლოგიურ პროცესში ჩართვით. მოტორული ნეირონოპათია ვლინდება კუნთების სისუსტით, ტონუსის დაქვეითებითა და ატროფიით, რომელთაც ანერვიანებს დაზიანებული უჯრედთა ჯგუფი და არც თუ იშვიათად ატარებს პარანეოპლასტიკურ

Read More

მხედველობის ნერვის ნევრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მხედველობის ნერვის ნევრიტი – მხედველობის ნერვის ანთებითი დაზიანება. მიზეზები შესაძლოა იყოს გაფანტული სკლეროზი, პოსტინფექციური ან პოსტვაქცინური ენცეფალომიელიტი, მეთილის სპირტით ან ტყვიით მოწამვლა. კლინიკურად ვლინდება მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით, მხედველობის ველის ცენტრალური დეფექტით, ტკივილით თვალის კაკალში, თავის ტკივილით დაზიანებულ მხარეზე. ნევრიტის გამოსავალი შესაძლოა იყოს სრული აღდგენა ან ნერვის ბოჭკოების

Read More

აფთოზური სტომატიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აფთოზური სტომატიტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ეპითელის ჩანასახოვანი შრის გაღიზიანება ჰერპესის ვირუსით. განპირობებულია იმუნოლოგიური დაცვის დაქვეითებით; განიხილება ასევე როგორც კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის სისტემური დაზიანების გამოვლინება. ავადდებიან უპირატესად ბავშვები. სიმპტომები: მოთენთილობა, ნერწყვდენა, საკვებზე უარის თქმა, პირის ღრუს ლორწოვანის ჰიპერემია, ლოყებზე, ენაზე, ტუჩებზე, სასაზე აფთების წარმოქმნა –

Read More

აუესკის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აუესკის დაავადება – ცრუ ცოფი. ინფექციური ბულბური დამბლა. შინაური ბეწვიანი ცხოველების, მღრღნელების მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია ჰერპესის ჯგუფის ვირუსით და ცოფის მსგავსია. ადამიანებში იშვიათია. ხასიათდება მძაფრი ინტოქსიკაციით და ერთემატოზული გამონაყარით, რომელიც ავადმყოფს ექავება ინფექციის აღმძვრელის შეჭრის ადგილას. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო

Read More