Tag Archives: ჰიპერთერმია

ჰიპერთერმია

ჰიპერთერმია –  (ბერძ.ὑπερ- მეტისმეტად, უზომოდ;  θέρμη – სითბო) – გარემო ფაქტორების გამო, სხეულის ტემპერატურის მომატებით, ადამიანის და ცხოველის  ორგანიზმში, ჭარბი სითბოს დაგროვებაა. გართულებულია გარემოში სითბოს გაცემა ან გაზრდილია გარემოდან სითბოს მიღება. ზოგჯერ ჰიპერთერმიას ცხელებას უწოდებენ, რომელიც პათოგენური აგენტების (მაგალითად, ინფექციური დაავადებების დროს, ბაქტერიული ალერგენები), მოქმედების საპასუხოდ, ორგანიზმის დამცავ-შემგუებლურ რეაქციას წარმოადგენს, შედეგად მიმდინარეობს, თერმორეგულაციურ პროცესებში ცვლილება და

Read More

ტოქსიკური სინდრომი (ბავშვებში)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოქსიკური სინდრომი (ბავშვებში) – (ბერძ. Toxikos შხამიანი)  პათოლოგიური მდოგმარეობა ადრეული ასაკის ბავშვებში, რომელიც ვითარდება ინფექციური აგენტის ზემოქმედების პასუხად; ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, პერიფერიული მიკროცირკულაციისა და ნივთიერებათა ცვლის  დარღვევით, ასევე ორგანიზმის მრავალი სისტემისა და ორგანოს ფუნქციის მოშლით. კლინიკური სურათი დამოკიდებულია ტოქსიკური სინდრომის ფორმაზე; ნეიროტოქსიკოზისათვის დამახასიათებელია უეცარი დასაწყისი,

Read More

სითბოპროდუქცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სითბოპროდუქცია – სითბოს წარმოშობა ცოცხალ ქსოვილებში, მათში მიმდინარე ენერგეტიკულ გარდაქმნათა შედეგად. ეს პროცესი სხვადასხვა ქსოვილში სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს. აქტ. ქსოვილებში (კუნთებსი, ღვიძლში, თირკმლებში) სითბოს უფრო დიდი რაოდენობა გამოიყოფა, ვიდრე ნაკლებად აქტიურ ქსოვილებში (შემაერთებელ ქსოვილში, ძვლებში, ხრტილებში). სითბოპროდუქცია დაკავშირებულია ცილისა და სხვა ორგანულ ნაერთთა ბიოქიმიური სინთეზის პროცესთან, ოსმოსურ

Read More

რეილ – დეიას სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეილ – დეიას სინდრომი – ვეგეტატიური დისფუნქციის მემკვიდრეობითი ოჯახური სინდრომი, მემკვიდრეობის ტიპი ავტოსომურ – რეცესიული. ავადდებიან უპირატესად ებრაელები. პატოლოგიურ – ანატომიურად აღინიშნება ზურგის ტვინის უკანა ფესვბისა და უკანა სვეტების ფოკალური დემიელინიზაცია, ჰიპოთალამური მიდამოს რეტიკულური ფორმაციის დეგენერაციული ცვლილებები. ნიშნები: ცრემლდენის შემცირება, წყლულები რქოვანებზე, გარდამავალი ლაქოვანი ერითემა და პუსტოლოზური

Read More

პრემენსტრუალური სინდრომი

პრემენსტრუალური სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ვითარდება მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში და ვლინდება ნერვულ – ფსიქიკური, ვეგეტატიურ – სისხლძარღვოვანი და ცვლითი ენდოკრინული დარღვევებით. ეს დარღვევები ვლინდება მენსტრუაციამდე 14 – 2 დღით ადრე და ქრება მისი დადგომისთანავე, ან პირველ დღეებში. ეტიოლოგია და პათოგენეზი სრულად შესწავლილი არ არის. სინდრომისათვს დამახასიათებელია ციკლურობა; მენსტრუალური ციკლის მერე ნახევარში აღინიშნება გაღიზიანებადობა, დეპრესია,

Read More