Tag Archives: ჰიპერტროფიით

ფილტვისმიერი გული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვისმიერი გული – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის შედეგად გულის მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიით და (ან) დილატაციით; წარმოიქმნება, როგორც წესი, ბრონქების, ფილტვების, ფილტვის სისხლძარღვების, დიაფრაგმის, პლევრისა და გულმკერდის დაზიანებებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფალოს ტრიადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფალოს ტრიადა – (E. L. A. Fallot, ფრანგი ექიმი) გულის თანდაყოლილი მანკი, რომელიც განპირობებულია ფილტვის ღეროს სტენოზით, წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტით და მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიით. განასხვავებენ ფალოს ტრიადის ორ ფორმას – აციანოზურს (,,თეთრს”) და ციანოზურს (,,ლურჯს”). ავადმყოფის ძირითადი ჩივილებია დაღლილობა, ქოშინი. აუსკულტაციით მოისმინება უხეში სისტოლური შუილი, რომლის ეპიცენტრი

Read More

ტერნერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტერნერის სინდრომი – საკვერცხეებისა და შიგნითა სასქესო ორგანოების მკვეთრი ჰიპოპლაზია ზოგჯერ კლიტორის ჰიპერტროფიით. ეს სინდრომი გვხვდება, როდესაც ინდივიდს აქვს ერთი სასქესო X ქრომოსომა. ამავე დროს, სომატური  უჯრედების უმეტესობაში ქრომოსომების საერთო რიცხვი შემცირებულია 45 – მდე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

მენეტრიეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მენეტრიეს დაავადება – (Р. Е. Menetrier, ფრან. ექიმი) დაავადება, რომელიც ხასიათდება კუჭის ლორწოვანი გარსის მკვეთრი ჰიპერტროფიით, მასში მრავლობითი ადენომებისა და ცისტების წარმოქმნით, ცილის მომატებული შემცველობით კუჭის წვენში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოალბუმინემია, გამოვლენილი მუდმივი ან ხანგამოშვებითი შეშუპებებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More

მასტოპათია

მასტოპათია – სარძევე ჯირკვლის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ჰორმონალური რეგულაციის მოშლითა და ხასიათდება გამკვრივებით, კეროვანი ჰიპერტროფიით, ან მისი ქსოვილების ატროფიით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი