Tag Archives: ჰიპოთალამუსის

დისპიტუიტარიზმი პუბერტატული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დისპიტუიტარიზმი პუბერტატული – (dyspituitarismus; ბერძ. dys – მოშლა + ლათ. Pituitaria ჰიპოფიზი) ნეიროენდოკრინული სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზმის ასაკობრივ ცვლილებებთან და ხასიათდება ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზისა და სხვ. ენდოკრინული ჯირკვლების ფიზიოლოგიური აქტივობის გადახრებით. დაავადების ეტიოლოგიურ ფაქტორებს მიეკუთვნება ინფექციები, ტონზილექტრომია, თავის ტრავმა, სქესობრივი ცხოვრების დასაწყისი, ფიზიკური დატვირთვის მკვეთრად შემცირება და სხვ.

Read More

გიიენ – ალანჟუან – მატიეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გიიენ – ალანჟუან – მატიეს სინდრომი – (G. Guillain, ფრან. ნევროპათოლოგი; Th. Alajouanine, ფრან. ნევროპათოლოგი; A. Mathieu, ფრან. ექიმი) ჰემიპარეზი, რომელიც ვლინდება მგრძნობელობის ცალმხრივი მოშლით, ნათხემოვანი დარღვევებით (ინტენციური კანკალი, ჰემიასინერგია, ადიადოქოკინეზი), თითების ქორეოათეტოზური მოძრაობებითა და ცალმხრივი საფეთქლისმიერი ჰემიანოფსიით; აღინიშნება ჰიპოთალამუსის მახლობლად თავის ტვინის დაზიანების დროს. გაფრთხილება! ბმულები:

Read More