Tag Archives: ჰიპოთეზა

დოფამინური ჰიპოთეზა

განმარტებითი ლექსიკონი დოფამინური ჰიპოთეზა – თეორია,რომელიც დაფუძნებულია იმაზე,რომ შიზოფრენიის განვითარება ნაწილობრივ დაკავშირებულია დოფამინის მეტაბოლიზმის დარღვევასთან და დაავადება შეიძლება განიკურნოს ისეთი წამლების (მაგალითად,ქლორპრომაზინის) მიღებით,რომლებიც ხელს უშლიან მის (როგორც ნეირომედიატორის) მოქმედებას.

ჰიპოთეზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოთეზა – 1. (ბერძნ. Hypothesis – საფუძველი, ვარაუდი)  ვარაუდი, რომლის დროსაც რიგი ფაქტების საფუძველზე კეთდება დასკვნა ობიექტის, კავშირის ან მოვლენის მიზეზების არსებობის შესახებ, ამასთან ეს დასკვნა არ შეიძლება ჩაითვალოს მთლიანად სარწმუნოდ. ჰიპოთეზურს უწოდებენ ამ დასკვნის შინაარსსაც. ჰიპოთეზის საჭიროება წარმოიშობა მეცნიერებაში მაშინ, როდესაც მოვლენებს შორის კავშირი, მათი მიზეზი

Read More

ტობიანის ჰიპოთეზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტობიანის ჰიპოთეზა – (L. Tobian, ამერ. ექიმი) ჰიპოთეზა, რომელიც ჰიპერტონული დაავადების დროს არტერიული წნევის მყარ მომატებას ხსნის თირკმელების ანტიჰიპერტენზული სტრუქტურების ფუნქციის გამოფიტვით, რაც გამოწვეულია სუფრის მარილის ჭარბი გამოყენებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სპირალიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპირალიზაცია – ქრომოსომების (spiralisatio chromosomatum) ქრომონემების დახვევა სპირალისებურად მიკროსკოპში ხილული ქრომოსომების წარმოქმნით, რომლებიც იქამდე უხილავი არიან თავისი დესპირალიზებული მდგომარეობის გამო. ეს პროცესი იწყება მიტოზის ან მეიოზის პროფაზაში. ქრომონემული სპირალის დახვევა მაქსიმუმს აღწევს მეტაფაზაში. ანაფაზის განმავლო­ბაში ქრომოსომები არ იცვლის სპირალიზაციის დონეს. მიტოზის (ან მეიოზის) ტელოფაზაში იწყება ქრომონემული სპირალის

Read More

კონკურირებადი ჰიპოთეზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კონკურირებადი ჰიპოთეზა – კვლევის შედეგების ალტერნატიული ახსნა, რომელიც ლოგიკური თვალსაზრისით არ შეიძლება სწორი იყოს თუკი საწყისი ჰიპოთეზა სწორია. (სოც.კვლ.,მარკ) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა