Tag Archives: ჰიპოკალიემია

წყალ-მარილოვანი ცვლა

წყალ-მარილოვანი ცვლა

წყალ-მარილოვანი ცვლა  გულისხმობს წყლისა და მარილების (ელექტროლიტების) ორგანიზმში  შეწოვის, შინაგან სივრცეებში  გადანაწილებისა  და გამოყოფის პროცესებს. ადამიანის წყლის დღე-ღამური მოთხოვნილება შეადგენს  2.5 ლიტრს, საიდანაც  დაახლოებით 1 ლიტრს იგი საკვებიდან ღებულობს. ორგანიზმში წყლის მთლიანი მოცულობის 2/3 მოდის უჯრედშიდა სითხეზე, ხოლო 1/3 – უჯრედგარეთაზე, რომელიც   (სხეულის მასის 5%) განაწილებულია  სისხლძარღვებში, უდიდესი ნაწილი კი მოდის ინტერსტიციულ ანუ ქსოვლოვან სითხეზე (დაახლოებით სხეულის მასის 15%).

Read More

კალიუმ-ნორმინი

კალიუმ-ნორმინი

კალიუმ-ნორმინის ზოგადი ინფორმაცია

კალიუმ-ნორმინი. KALIUM-NORMIN. ორგანიზმში კალიუმის დეფიციტის შემავსებელი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – კალიუმის ქლორიდი. Potassium chloride. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – A12BA01. მწარმოებელი ფირმა – მედა ფარმაცევტიკალს (უნგრეთი).

Read More

ჰიპოკალიემია

ჰიპოკალიემია – სისხლის შრატში კალიუმის დაქვითებული შემცველობა. მიზეზები: კალიუმის არასაკმარისი მიღება საკვებ პროდუქტებთან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია, ჰიპერალდოსტერონიზმი, დიურეტიკებით ხანგრძლივი მკურნალობა და სხვ. ჰიპოკალიემიის ძირითადი გამოვლინებაა – სისუსტე, კრუნჩხვები, გულის რიტმის დარღვევები. მკურნალობა – კალიუმის პრეპარატები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ბარტერის ფსევდოსინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბარტერის ფსევდოსინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ვითარდება საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებული და ხანგრძლივი მიღებისას. ნიშნები: კუჭის ხშირი მოქმედება, ჰიპოკალიემია, მეტაბოლური ალკალოზი, დეჰიდრატაცია, სისხლის პლაზმის რენინის მომატებული აქტივობა, სისხლში ალდოსტერონის მომატებული შემცველობა, საფაღარათო საშუალებების მიღების შემდეგ სიმპტომები სწრაფად ქრება, ბარტერის სინდრომისაგან განსხვავებით სისხლის პლაზმაშიმაგნიუმის ნორმალური შემცველობაა. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.

Read More