Tag Archives: ჰიპოფიზისა

რეტიკულურ-ენდოთელური სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტიკულურ-ენდოთელური სისტემა – რეს, მაკროფაგული სისტემა, მაკროფაგების, ე. ი. ისეთი უჯრედების ერთობლიობა, რომელთაც აქვთ ორგანიზმში მოხვედრილი მიკროორგანიზმების, უცხო ნაწილაკებისა და თვით დაშლილი უჯრედების შეტაცების, შთანთქმის, დაგროვებისა და მონელების, ე. ი. ფაგოციტოზის უნარი (შდრ. მიკროფაგები). რეს – ს შეადგენენ რეტიკულური ქსოვილის, ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისა და სისხლის უჯრედების ნაწილი

Read More

ლეშკეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეშკეს სინდრომი – (Е. F. W. Leschke, გერმ. თერაპევტი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ვეგეტატიური ნევრული სისტემის მოქმედების დარღვევით, ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლების დისფუნქციით, ინფანტილიზმითა და კანზე მრავალრიცხოვანი პიგმენტური გამონაყრით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დისპიტუიტარიზმი პუბერტატული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დისპიტუიტარიზმი პუბერტატული – (dyspituitarismus; ბერძ. dys – მოშლა + ლათ. Pituitaria ჰიპოფიზი) ნეიროენდოკრინული სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზმის ასაკობრივ ცვლილებებთან და ხასიათდება ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზისა და სხვ. ენდოკრინული ჯირკვლების ფიზიოლოგიური აქტივობის გადახრებით. დაავადების ეტიოლოგიურ ფაქტორებს მიეკუთვნება ინფექციები, ტონზილექტრომია, თავის ტრავმა, სქესობრივი ცხოვრების დასაწყისი, ფიზიკური დატვირთვის მკვეთრად შემცირება და სხვ.

Read More