Tag Archives: ჰიპოფიზი

მღვიმოვანი სინუსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მღვიმოვანი სინუსის სინდრომი – (syndromum sinus cavernosi) სრული ოფთალმოპლეგიის შერწყმა შუბლისა და თვალბუდის არეში ტკივილებთან, რაც განპირობებულია თვალის მამოძრავებელი, განმზიდავი და თვალის ნერვების დაზიანებით, რომლებიც გაივლიან ტვინის მაგარი გარსის მღვიმოვანი სინუსის ლატერალურ კედელში; აღინიშნება ჰიპოფიზის სიმსივნის, კრანიოფარინგიომის, ბაზალური მენინგიომების, შიგა საძილე არტერიის ანევრიზმების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

მთვარისებრი სახე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მთვარისებრი სახე – სახის მკვეთრად გამოხატული სიმრგვალე. ჩვეულებრივ აღინიშნება ჰიპერკორტიციზმის დროს, რომელიც ვითარდება ჰიპოფიზის მიერ ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ჭარბი გამოყოფის შედეგად, თირკმელზედა ჯირკვლების ადენომით, კარცინომით ან ხანგრძლივი გლუკოკორტიკოიდული თერაპიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა