Tag Archives: ჰისტოგენეზი

ჰისტოლოგიური ემბრიოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოლოგიური ემბრიოლოგია – (ჰისტოემბრიოლოგია, ემბრიოჰისტოლოგია)  –  სწავლობს ჩანასახის განვითარების სტრუქტურულ ასპექტებს უჯრედულ და ქსოვილოვან დონეზე ქსოვილ­თა განვითარების (ემბრიონული ჰისტოგენეზი) კანონზომიერებათა დადგენის მიზნით, აგრეთვე სისტემა „დედა  –  ნაყოფის “ მდგომარეობას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!  

ჰისტოგენეზური რეკაპიტულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოგენეზური რეკაპიტულაცია – (recapitulatio histogenetica) ემბრიონული ჰისტოგენეზის პროცესში ფილოჰისტოგენეზის ძირითადი ნიშნების რეკაპიტულაცია. არჩევენ ჰისტოგენეზურ რეკაპიტულაციის შემდეგ ტიპებს: 1. ორგანოს მიერ ონტოგენეზში წინაპართა შესაბამისი ორგანოს ქსოვილოვანი შემადგენლობის გამეორებას; 2. ჰისტოგენეზის პროცესში ამა თუ იმ ქსოვილის თავისებურებათა ან ფილოჰისტოგენეზის ეტაპების განმეორებას; 3. უჯრედის დიფერენცირების დროს ფილოჰისტოგენეზში ამ ტიპის უჯრედთა

Read More

ჰისტოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოგენეზი – (histogenesis ბერძნ. histos  –  ქსოვილი და genesis  –  განვითარება)  –  ქსოვილის განვითარება ემბრიონული საწყისების უჯრედული მასალისაგან. ჰისტოგენეზს ახასიათებს უჯრედის სპეციალიზაციასთან დაკავშირებული უჯრედოვანი დიფერენცირების გაძლიერება. ამას თან სდევს ბირთვულ – ციტოპლაზმური დამოკიდებულების გადახრა ბირთვის ზომასთან შედარებით ციტოპლაზმის ზომის მკვეთრი მატებისკენ, რაც სულ უფრო შესამჩნევი ხდება. ყოველგვარი

Read More

რეპარაციული ჰისტოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეპარაციული ჰისტოგენეზი – (histogenesis reparativa)   ქსოვილთა აღდგენა დაზიანების შემდეგ. ახასიათებს უჯრედთა გაძლიერებული გამრავლება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პროვიზორული ქსოვილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროვიზორული ქსოვილები – (textus provisorici) – პროვიზო­რული ორგანოების ქსოვილები (ყვითრის პარკი, ამნიონი, ალანტოისი, ქორიონი). მათ ეკუთვნის: ყვითრის, ამნიონური, ალანტოისური, ქორიული ეპითელიუმი, მეზენქიმა, გლუვი კუნთოვანი ქსოვილი, ლორწოვანი ქსოვილი და სხვ. პროვიზორული ორგანოების ჰისტოგენეზი მიმდინარეობს დაჩქარებულად, შემცირებულად (დროში) და გამარტივებულად (დიფერენცირების მორფოლოგიური ეტაპების ამოვარდნით) ანალოგიური დეფინიტური ორგანოების ქსოვილებთან შედარებით.

Read More