Tag Archives: ჰორმონალური

ჰიპომაგნიემია

ჰიპომაგნიემია  – ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპომაგნიემია – სისხლის შრატში მაგნიუმის შემცველობის დაქვეითება. ეტიოლოგია, პათოგენეზი მიზეზები: არარაციონალური კვება, ფიზიკური და ფსიქიკური გადაღლა, ჰიპოდინამია, სტრესი, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, ორსულობა და ლაქტაცია, ჰორმონალური კონტრაცეფცია, მრავალი ავადმყოფური მდგომარეობები. სიმპტომები, მიმდინარეობა ვლინდება სისუსტით, დეპრესიით, თავის ტკივილით, არტერიული ჰიპერტენზიით, გულის რითმის დარღვევებით, თრომბოზებისადმი, კრუნჩხვებისადმი, ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილებით.

Read More

ჰიპოგონადიზმი

ჰიპოგონადიზმი – კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია საკვერცხეების ან სათესლეების მიერ სასქესო ჰორმონების დაქვეითებული სეკრეციით. მისი ძირითადი ნიშანია მეორადი სასქესო ნიშნების არარსებობა ან განუვითარებლობა. შესაძლოა იყოს თანდაყოლილი (მაგ. კლაინფენტერის სინდრომის დროს), ან აღინიშნებოდეს კრიპტორქიზმის დროს, სასქესო ჯირკვლების ტოქსიკური, ინფექციური, სხივური დაზიანებისას, ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის დარღვევისას. ჩვენების მიხედვით ტარდება თერაპია ჰორმონალური პრეპარატებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე,

Read More

ორგანოთერაპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორგანოთერაპია – ცხოველური წარმოშობის სამკურნალო ნივთირებების გამოყენება მკურნალობის მიზნით, რომლებიც მიღებულია ადამიანისა და ცხოველის ორგანოებიდან, ქსოვილებიდან და სითხეებიდან (ჰორმონალური პრეპარატები, მინისებრი სხეული, ცერებროლიზინი და სხვ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ნეიროენდოკრინული დაავადებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიროენდოკრინული დაავადებები – (ბერძ. Neuron ნერვი + endon შიგა + krion გამოცალკევება, გამოყოფა) დაავადებების ჯგუფი, რომელთა პათოგენეზში ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზურ სისტემას; კლინიკურად ხასიათდება ნერვული და ჰორმონალური ცვლის დარღვევებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მასტოპათია

მასტოპათია – სარძევე ჯირკვლის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ჰორმონალური რეგულაციის მოშლითა და ხასიათდება გამკვრივებით, კეროვანი ჰიპერტროფიით, ან მისი ქსოვილების ატროფიით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი