Tag Archives: ჰორმონები

აპუდომა

განმარტებითი ლექსიკონი აპუდომა – სიმსივნე,რომლის შემადგენლობაში შედიან აპუდ-უჯრედები;აპუდომის სიმპტომები დაკავშირებულია ამ უჯრედების მიერ ჰორმონების და სხვა პეპტიდების ჭარბ გამომუშავებასთან.

ჰორმონული სქესი

განმარტებითი ლექსიკონი ჰორმონული სქესი – განისაზღვრება გონადური სქესით; ვლინდება სასქესო ჯირკვლების მიერ სპეციფიკური სასქესო ჰორმონების სეკრეტირების უნარით. ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება • გაფრთხილება • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28.

Read More

ჰიპოფიზური დიაბეტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფიზური დიაბეტი – პანკრეასის გარეშე დიაბეტი, რომელიც განპირობებულია ჰიპოთალამუსის და (ან) ჰიპოფიზის დაზიანებით, სომატოტროპული და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონების ჰიპერსეკრეციით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჰიპოპიტუიტარიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოპიტუიტარიზმი – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ჰიპოფიზის ჰორმონების დაქვეითებული წარმოქმნით. წარმოიქმნება, მაგ. ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის სიმსივნეებისას, ოპერაციების, დასხივების შედეგად. ქალებში ვლინდება ამენორეით და მამაკაცებში უნაყოფობით, თირეოტროპული ჰორმონის დეფიციტი იწვევს მეორად ჰიპოთირეოზს, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის დეფიციტი – ჰიპოკორტიციზმს. შესაძლო გამოვლინებებია: გასუქება ან კახექსია, ჯუჯოვნება, სასქესო ორგანოების ატროფია და სხვ.

Read More

ჰიპოგონადიზმი

ჰიპოგონადიზმი – კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია საკვერცხეების ან სათესლეების მიერ სასქესო ჰორმონების დაქვეითებული სეკრეციით. მისი ძირითადი ნიშანია მეორადი სასქესო ნიშნების არარსებობა ან განუვითარებლობა. შესაძლოა იყოს თანდაყოლილი (მაგ. კლაინფენტერის სინდრომის დროს), ან აღინიშნებოდეს კრიპტორქიზმის დროს, სასქესო ჯირკვლების ტოქსიკური, ინფექციური, სხივური დაზიანებისას, ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის დარღვევისას. ჩვენების მიხედვით ტარდება თერაპია ჰორმონალური პრეპარატებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე,

Read More