Tag Archives: ჰორმონი

ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი

ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (კორტიკოტროპინი) – ადამიანისა და ცხოველის ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებული ჰორმონი. ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ზრდას და მასში ჰორმონების – კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას. ორგანიზმის დამცველობითი ძალების მობილიზაციისას ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონების სინთეზი ძლიერდება. (1) ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (adrenocorticotropic hormone) – ცილოვანი ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება, ჰიპოფიზის წინა წილის ბაზოფილური უჯრედებში და ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლების ქერქოვანი ნივთიერების ფუნქციას. (2) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო

Read More

ადენოჰიპოფიზი

ადენოჰიპოფიზი – (adenohypophysis ბერძნ.aden, adenis – ჯირკვალი, hypo – ქვევით, physis – წარმოქმნა, ზრდა და hypophysis – ტვინის დანამატი) ეპითელური წარმოშობის ჰიპოფიზის წინა წილი. გამოიმუშავებს ჰორმონებს, მოქმედებს სომატურ ქსოვილთა ზრდაზე და აგრეთვე სხვა ენდოკრინულ ჯირკვლებზე. წარმოიქმნება პირველადი პირის ღრუს ექტოდერმისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)