Tag Archives: ჰორმონი

მელანოციტომასტიმულირებელი ჰორმონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მელანოციტომასტიმულირებელი ჰორმონი – (ბერძ. Melas, melanos შავი, მუქი + kytos უჯრედი, სათასვი + ლათ. Stimulare მასტიმულირებელი; სინ.: მელანოტროპული ჰორმონი, მელანოტროპინი) მელანოფორული ჰორმონი, ინტერმედინი, ჰიპოფიზის შუა და უკანა წილის ჰორმონი. მონაწილეობს მფარავი ქსოვილებისა და თვალის ბადურის პიგმენტის წარმოქმნაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

მალუთეინიზირებელი ჰორმონი

მალუთეინიზირებელი ჰორმონი – ჰიპოფიზის წინა წილის მიერ გამომუშავებული გონადოტროპული ჰორმონი. არეგულირებს საკვერცხეების მიერ ქალის სასქესო ჰორმონებისა და სათესლეების მიერ მამაკაცის სასქესო ჰორმონების წარმოქმნას. ქალის ორგანიზმში იწვევს ოვულაციასა და ყვითელი სხეულის წარმოქმნას; ქიმიური ბუნებით წარმოადგენს გლიკოპროტეიდს. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილება!