Tag Archives: ანგიომა

ანგიორეტიკულომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიორეტიკულომა – (angioreticuloma; ანგიო – + რეტიკულომა; სინ.: ანგიოგლიომა, ეპითელური ანგიომა, ჰემანგიობლასტომა, ლინდაუს ცისტა) კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შედგება დიდი რაოდენობის კაპილარებისა და სისხლძარღვთაშორისი რეტიკულური ქსოვილისაგან; აღინიშნება ნათხემში, იშვიათად მოგრძო და ზურგის ტვინში. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

ანგიომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიომები – (კანისა და ვენ. დაავ.) სისხლძარღვების კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნები. შესაძლებელია ფორმირებულნი იყვნენ როგორც მუცლადყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდეგაც. სიმპტომები. კლინიკურად ყველაზე ხშირად გვხვდება მოხუცებულობითი, ვარსკვლოვანი, ბრტყელი, კვანძოვანი, კავერნოზული ანგიომები, იშვიათად – სხვა ფორმები. მოხუცებულობითი ანგიომები ვითარდება 45 – 50 წელს გადაცილებულ პირებში, გააჩნია მოვარდიფრო – წითელი შეფერილობის,

Read More