Tag Archives: ანდროგინია

ჰერმაფროდიტიზმი

ჰერმაფროდიტიზმი (ბერძ. Hermaphrodites ჰერმაფროდიტი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ჰერმესისა და აფროდიტეს ვაჟიშვილი, რომელშიც გაერთიანებული იყო მდედრობითი და მაამრობითი სქესის ნიშნები, სინონიმები: ანდროგინია, ორსქესიანობა), სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი ანომალიაა, რომლის დროსაც გარეთა სასქესო ორგანოებს ორივე სქესისათვის დამახასიათებელი შუალედური გარეგნობა აქვს. გვხვდება 2000 ახალშობილზე ერთი შემთხვევა. ჰერმაფროდიტიზმის დროს ძნელია ინდივიდის სქესის განსაზღვრა. განასხვავებენ ჭეშმარიტ და ცრუ ჰერმაფროდიტიზმს.

Read More