Tag Archives: ანტიგენი

ანტიგენი

ანტიგენი – მაღალმოლეკულური ნაერთი, რომელიც ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში შეყვანისას იწვევს ანტისხეულების წარმოქმნას. (1) ანტიგენი (antigen) – ნივთიერება, რომელიც ორგანიზმის მიერ აღიქმება, როგორც უცხო და იწვევს სპეციფიკური იმუნურ პასუხს, რასაც თან ახლავს, ანტიგენებთან მორეაგირე  ანტისხეულების გამომუშავება (იხ. ეპიტოპი). (2) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ადიუვანტი

ადიუვანტი – ნივთიერება, რომელიც ზრდის ანტიგენის იმუნოგენობას აძლიერებს ან ახანგრძლივებს სამკურნალო საშუალებების მოქმედებას; ზოგიერთი ადიუვანტი გამოიყენება ვაქცინების დასამზადებლად (ალუმინის ოქსიდის ჰიდრატი და ადრენომიმეტური საშუალებები და სხვა). (1) ადიუვანტი (adjuvant) – იმუნოგენეზის არასპეციფიკური სტიმულატორი, რომელსაც ზოგჯერ გააჩნია ანტისხეულის თვისებები. ადიუვანტი შეიძლება იყოს არაორგანული (ალუმინის და კალციუმის ფოსფატები, კალციუმის ქლორიდი და სხვა) და ორგანული (აგარი, გლიცეროლი, პროტამინები და

Read More