Tag Archives: ატარებს

აქსონი

აქსონი – (ნეირიტი) ნერვული უჯრედის (ნეირონის) წანაზარდი, რომელიც ატარებს ნერვულ იმპულსს უჯრედის სხეულიდან ინერვირებადი ორგანოსაკენ, ან სხვა ნერვული უჯრედისაკენ; აქსონის კონები ქმნის ნერვებს. (1) აქსონი (axon) – ციტოპლაზმატური, ნაკლებად განტოტვილი ნეირონის ნაშთი (სიგრძე 1მ-მდე); აქსონის ციტოპლაზმას ეწოდება აქსოპლაზმა, მემბრანას – აქსოლემა. (2) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ბაზალიომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაზალიომა – (ბაზალურ – უჯრედოვანი ეპითელიომა) (კანისა და ვენ. დაავ.) კანის ავთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც გვხვდება 45 – 50 წელს გადაცილებულ პირებში. მის განვითარებას ხელს უწყობს ფიზიკური, ქიმიური და სხვა სახის (განმეორებითი ტრამვები, დამწვრობები, მათ შორის ქიმიური ნივთიერებებით, რადიაციული ზემოქმედება და სხ.) გარეშე აგენტებით ქრონიკული გაღიზიანება. სიმპტომები. უხშირესად

Read More