Tag Archives: ატიპური

კარიომერები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კარიომერები – (caryomeri ბერძნ.caryon  –  ბირთვი და meros  –  ნაწილი)  ბირთვის წვრილი ბუშტუკისებრი ნაწილები, რომლებიც წარმოიქმნებიან ცალკეული ქრომოსომის გარშემო ატიპური მიტოზე­ბის ზოგიერთი ფორმის შემთხვევაში. კარიომერები შეიძლება წარმოიქ­მნას აგრეთვე პოლიპლოიდური ბირთვების ფრაგმენტაციის დროს. ტერმინი შემოიღო ვალდეიერმა (1903). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

არტერიოლოვენულური ანასტომოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არტერიოლოვენულური ანასტომოზი – (anastomosis arteriolovenularis / arteriolovenosa / ბერძნ.anastomosis – შესართავი, შერთული) სისხლძარღვთა შეერთება, რომელსაც მოაქვს არტერიული და ვენური სისხლი კაპილარების გავლის გარეშე, რომლებითაც ჩაიქცევა სუფთა არტერიული სისხლი. ჭეშმარიტი არტერიოლოვე­­ნულური ანას­ტომო­ზი ან შერეული ატიპური არტერიოლოვენულური ანასტომოზი მიკ­რო­ცირკულაციურ სისხლძარღვთა რეგიონის საზღ­ვრებში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და

Read More