Tag Archives: ბადურის

ანგიომატოზი ბადურის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიომატოზი ბადურის – (angiomatosis retinae) პათოლოგიური პროცესი ბადურაში, რომელიც ხასიათდება მუქი წითელი ფერის სიმსივნური სისხლძარღვოვანი წარმონაქმნებით; აღინიშნება ჰიპელ – ლინდაუს დაავადების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

ამბლიოპია ობსტრუქციული

ამბლიოპია ობსტრუქციული – ეტიოლოგია. ბროლის რქოვანას თანდაყოლილი ან ადრე შეძენილი შემღვრევა. პათოგენეზი. გარკვეულ როლს ასრულებს თვალის ფუნქციური უმოქმედობა და რომელიც დაკავშირებულია მხედველობის ანალიზატორის განვითარების შეფერხებასთან. დამახასიათებელია მხედველობის დაბალი სიმახვილე, მიუხედავად შემღვრევის მოხსნისა და თვალის ფსკერის გამოხატული ანატომიური ცვლილებების არარსებობისა. მკურნალობა, პროფილაქტიკა. კერატოპლასტიკის ოპერაცია ან კატარაქტის ექსტრაქცია ადრეულ ასაკში. მხედველობის გასაუმჯობესებლად – ბადურის გაღიზიანება სინათლით, ვარჯიშები.

Read More