Tag Archives: ბავშვს

მწვავე სურდო ადრეული ასაკის ბავშვებში

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მწვავე სურდო ადრეული ასაკის ბავშვებში – ყოველთვის მიმდინარებს როგორც მწვავე რინოფარინგიტი. არაიშვიათად პროცესი ვრცელდება ხორხის, სასულეს, ბრონქების ლორწოვან გარსებზე და შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვების ანთება. ბავშვებში რინოფარინგიტი წარმოადგენს ზოგად დაავადებას მკაფიო ადგილობრივი გამოვლინებით. ბავშვს ცხვირი გაჭედილი აქვს, ისე, რომ იგი ვერ სუთქავს, ვერ წოვს. ხშირად აღინიშნება ღებინება, ფაღარათი

Read More

გუნთერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გუნთერის დაავადება – ქრონიკული თანდაყოლილი (ფოტოსენსიტური) პორფირია, ერითროპოეზური პორფირია. ეკუთვნის გენეტიკურ დაავადებათა ჯგუფს, გენი გადაიცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. ხშირია მამრობით სქესში. ბავშვს დაბადებიდან რამდენიმე დღის ან თვის შემდეგ აღენიშნება წითელი ფერის შარდი. დამახასიათებელია ძლიერი მგრძნობელობა სინათლისადმი, ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა კი შემცირებულია. ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ პორფირინებს.

Read More