Tag Archives: გავრცელებით

აბსცესი ქრონიკული

აბსცესი ქრონიკული – (abscessus chronicus) აბსცესი, რომელიც მიმდინარეობს ნელა, ჩირქოვანი ანთების სუსტად გამოხატული, ზოგადი და ადგილობრივი სიმპტომებით; წარმოიქმნება ზოგიერთი ინფექციური დაავადებების დროს (ტუბერკულოზი, აქტინომიკოზი და სხვ.) ან ჩირქოვანი ინფექციის ნაკლებვირულენტური გამომწვევების გავრცელებით.

აბსცესი თავის ტვინის რინოგენული

აბსცესი თავის ტვინის რინოგენული – (abscessus cerebri rhinogenus) თავის ტვინის აბსცესი, რომელიც წარმოიქმნება პარანაზალური წიაღების (ხშირად შუბლის) ჩირქოვანი ანთების დროს ინფექციის გავრცელებით, ან ტრავმის დროს.