Tag Archives: გაკირვა

ფარას სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარას სინდრომი – -(К.  Th.  Fahr;  სინ.  ტვინის სისხლძარღვების მემკვიდრეობითი გაკირვა)   მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლძარღვების გაკირვით, რომლებიც კვებავენ თავის ტვინის  შიგა კაფსულას და ბაზალურ ბირთვებს; ვლინდება 20  –  30 წლის ასაკში ათეტოზით, ტრემორით, ცენტრალური დამბლით, ეპილეპროფორმული გულყრებით, პროგრესირებადი ჭკუასუსტობით; მემკვიდრულობის ტიპი დადგენილი არ არის. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

გრაჰამის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გრაჰამის სინდრომი – შუა წილის სინდრომი. პირობადებულია გადიდებული ლიმფური კვანძების ზეწოლით შუა წილის ბრონქზე, ნიშნები: უქეიფობა, შეუძლოდ ყოფნა, სისუსტე, ხველა, ტკივილი გულმკერდში, წონის დაკარგვა. აღინიშნება შუა წილის ბრონქის ან მისი ლატერალური სეგმენტის შევიწროება, ფილტვებში მეორადი ანთებითი მოვლენები, ზიგჯერ ლიმფური კვანძების გაკირვა. სინონიმი: ბროკის სინდრომი II. [“3”] გაფრთხილება!

Read More