Tag Archives: გამოდევნების

ალფელდის ნიშანი

ალფელდის ნიშანი – პლაცენტის გამოდევნების ერთ – ერთი კლინიკური ნიშანი მშობიარობის შემდგომ პერიოდში, რომელიც ვლინდება სასქესო ნაპრალიდან გამოსული ჭიპლარის დაგრძელებით, პლანცეტის გადაადგილების შედეგად საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში ან საშოში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აბულაძის მეთოდი

აბულაძის მეთოდი – (კ. ს. აბულაძე, ქართველი ფიზიოლოგი) მომყოლის გამოდევნების სამეანო მეთოდი, რომელის დროსაც ხდება მუცლის ორივე სწორი კუნთის დაჭერა (ფიქსაცია) ვერტიკალური ნაკეცის წარმოქმნით, რის შემდეგ მშობიარეს სთხოვენ რომ გაიჭინთოს.