Tag Archives: გამოვლენილი

პერეზის ნიშანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერეზის ნიშანი – (J. Perez) 1. ფილტვების მიდამოში აუსკულტაციით გამოვლენილი ტკაცუნი, როდესაც პაციენტი მჯდომარე მდგომარეობაში ხელს სწევს ზევით ან ქვევით უშვებს; ყველაზე უფრო ხშირად აღინიშნება ფიბროზული მედიასტინიტის, ასევე აორტის რკალის ანევრიზმის დროს. 2. პლევრის ხახუნი, რომელიც მოისმინება გულმკერდის ზედა მესამედში, როდესაც ავადმყოფი ხელს ზევით სწევს ან უშვებს

Read More

მენეტრიეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მენეტრიეს დაავადება – (Р. Е. Menetrier, ფრან. ექიმი) დაავადება, რომელიც ხასიათდება კუჭის ლორწოვანი გარსის მკვეთრი ჰიპერტროფიით, მასში მრავლობითი ადენომებისა და ცისტების წარმოქმნით, ცილის მომატებული შემცველობით კუჭის წვენში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოალბუმინემია, გამოვლენილი მუდმივი ან ხანგამოშვებითი შეშუპებებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More