Tag Archives: გამოსაკვლევად

რენტგენოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რენტგენოლოგია – 1. მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის დაავადებების სამკურნალოდ ან ორგანიზმის გამოსაკვლევად რენტგენის სხივების გამოყენების შესაძლებლობას. 2. რენტგენოლოგია – მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს რენტგენის სხივების გამოყენებას დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

დოპლერის ეფექტი

დოპლერის ეფექტი – (Ch. J. Doppler, ავსტრ. ფიზიკოსი და ასტრონომი) ტალღების რხევის სიხშირის გაზომვა წყაროსა და დამკვირვებლის მოძრაობის დროს; კლინიკურ და ლაბორატორიულ პრაქტიკაში დოპლერის ეფექტის პრინციპზე დამყარებულ ხელსაწყოებს იყენებენ ჰემოდინამიკის, სისხლძარღვთა პულსაციის გამოსაკვლევად, გაზის ბუშტუკების, ემბოლებისა და სხვა ჩანართების გამოსავლენად სისხლში, გულის სარქველებისა და კედლების მოძრაობის შესასწავლად, ასევე ორსულობის, მრავალნაყოფიანობის, პლაცენტის მდებარეობის დასადგენად. გაფრთხილება! ლალი

Read More