არგიროფილური უჯრედები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არგიროფილური უჯრედები – (cellulae argyrophilae ბერძნ. argyrus – ვერცხლი და პhილია – სიყვარული) ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედები (ენდოკრინოციტები), რომელთა ბაზალურ ნაწილში წვრილი მარცვლოვანებაა (აქედან სინ. უჯრედები ბაზალურმარცვლოვანი). ვარაუდობენ, რომ მარცვლოვანება შეიცავს კასტლის ნივთიერებას (შინაგან ანტიანემიურ ფაქტორს) და ჰორმონ სეკრეტინს, რომელიც არეგულირებს სეკრეტის გამოყოფას კუჭუკანა ჯირკვლიდან, დუოდენური ჯირკვლებიდან, ნაღვლის