Tag Archives: გამოყოფს

ეპითელიოქორიული პლაცენტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპითელიოქორიული პლაცენტა – (placenta epitheliochorialis) იგი ნახევარპლაცენტაა. ქორიონი ეხება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დაუზიანებელ ეპითელიუმს, ქორიონის ხაოები ჩადის საშვილოსნოს კრიპტებში. საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ყველა შრე (ეპითელიუმი, სტრომა, სისხლძარღვები ენდოთელიუმი) გამოყოფს ქორიონს დედის სისხლიდან. იგი აქვს ზოგიერთ ჩლიქოსანს, მაგალითად, ღორს, აქლემს, ბეჰემოტს, ცხენს (სინ.ემბრიოტროფული პლაცენტა). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.

Read More

ეგზოკრინული ჯირკვლები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეგზოკრინული ჯირკვლები – ჯირკვლები, რომლებიც სპეციალური სადინრებით სეკრეტს გამოყოფენ სხეულის ზედაპირზე ან რომელიმე ღრმულში. ეგზოკრინული ჯირკვალი – (glandula exocrina ბერძნ. exo – გარეთ და crinein – გამოყოფა) ჯირკვალი, რომელიც გამომუშავებულ სეკრეტს გამოყოფს გარემოში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More