Tag Archives: განლაგდება

მეიოზის მეტაფაზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეიოზის მეტაფაზა – (metaphasis meiosis ბერძნ.meta – შემდეგ და phasis – გამოვლინება იხ.მეტაფაზა მიტოზის) I რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების მომწიფების I გაყოფის მეორე (პროფაზის მომდევნო) სტადია, რომლის დროს ბივალენტური ქრო­მოსომები განლაგდება მეტაფაზური ვარსკვლავის (ანუ ეკვატორული ფირფიტის) სახით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი

Read More

გასტრულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გასტრულაცია – (gastrulatio ბერძნ.gaster – კუჭი) ემბრიოგენეზის პერიოდია, რომელიც დაყოფის მომდევნოა და რომლის დროსაც ბლას­ტულიდან წარმოიქმნება გასტრულა. მიმდინარეობს ჩანასახის განვითა­რების მეორე, მესამე კვირას გასტრულის – (gastrulata) წარმოქმნით. ნაწ­ლავღრუიანებსა და ღრუბელებში იგი ორშრიანია, ხოლო მათზე მაღალ საფეხურზე მდგომ ორგანიზმებში სამი ჩანასახოვანი ფურცლის – ექტოდერმის, მეზოდერმისა და ენდოდერმისაგან შედგება.

Read More