Tag Archives: გართულებებია

ანევრიზმული ცისტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანევრიზმული ცისტა – სისხლით ავსებული ღრუ ძვალში, რომელიც ჰგავს ანევრიზმას. დაავადების ეტილოგია უცნობია. წარმოიქმნება 20 წლამდე ასაკში, ვითარდება თანდათანობით; ლოკალიზდება უმთავრესად გრძელ მილოვან ძვლებში ან ხერხემალში. ვლინდება ტკივილით, ლოკალური შეშუპებით. მალების დაზიანებისას შესაძლო გართულებებია: ზურგის ტვინის ან მისი ფესვების კომპრესია. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიურად და ბიოფსიით. მკურნალობა ოპერაციულია,

Read More

ანალგეტიკური ნეფროპათია

ანალგეტიკური ნეფროპათია – კლინიკური სინდრომი: თირკმლის მილაკების დაზიანება არანარკოტიკული ანალგეტიკების ხანგრძლივად გამოყენების შედეგად. აღინიშნება უპირატესად ქალებში. ვლინდება პოლიურიით, ნიქტურიით, კრუნჩხვებით, ლეიკოციტურიით, პროტეინურიით, ჰემატურიით, თანდათანობით თირკმლის უკმარისობის განვითარებით. გართულებებია: თირკმლის დვრილების ნეკროზი, პიელონეფრიტი, ნეფროკალცინოზი, შარდკენჭოვანი დაავადება და სხვ. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი