Tag Archives: გენური

გამეტა

გამეტა – მომწიფებული სასქესო უჯრედი; განაყოფიერების პროცესში გამეტების შერწყმით იწყება ახალი ორგანიზმის განვითარება მშობლების გენური პროგრამის მიხედვით.გამეტები – (gametae ბერძნ.gametes – მეუღლე – ქმარი და gamete – მეუღლე – ცოლი) მამრობითი და მდედრობითი სასქესო უჯრედები – (სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი). იხ. უჯრედები სასქესო. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) (1)

Read More

ავტომუტაგენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ავტომუტაგენი – უჯრედებში წარმოქმნილი ნივთიერება, რომელიც იწვევს მემკვიდრეობით ცვლილებებს. ავტომუტაგენს შეუძლია გამოიწვიოს როგორც ქრომოსომების სტრუქტურული გარდაქმნა, ისე გენური მუტაცია. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები