Tag Archives: გრანულების

ბაბეშ – ერნსტის მარცვლები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაბეშ – ერნსტის მარცვლები – (V. Babes, რუმინელი ბაქტერიოლოგი; P. Ernst, გერმ. პათოლოგი;) ციტოპლაზმური ჩანართები მიკრობულ უჯრედებში; განსაკუთრებული მეთოდებით შეღებვისას (ნეისერი, ლეფლერი) ვლინდება მსხვილი გრანულების სახით; გააჩნია დიფთერიის ჩხირს, რაც აიოლებს მის დიფერენცირებას ცრუ დიფთერიისაგან. გაფრთხილება!  

ანემია სიდერობლასტური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანემია სიდერობლასტური – (anaemia sideroblastica) ანემიების ჯგუფის საერთო სახელწოდება, რომლებიც ხასიათდებიან ძვლის ტვინში წრიულად განლაგებული გრანულების მქონე სიდერობლასტების არსებობით, რკინის მომატებული შემცველობით პლაზმაში და რკინის პრეპარატებით მკურნალობისადმი მდგრადობით. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი