ლიპემია
ლიპემია
ტერმინი ლიპემია განისაზღვრება როგორც სისხლში თავისუფალი ცხიმებისა (ტრიგლიცერიდები) და პლაზმის ცილებთან შეკავშირებული ნეიტრალური ცხიმების (ლიპოპროტეინები) არსებობა. ფიზიოლოგიურად სისხლის პლაზმაში თავისუფალი ცხიმების შემცველობა ვარირებს 0.55-1.65 მმოლ/ლ (50-150მგ/100მლ) ფარგლებში. საერთოდ ტერმინი ლიპემია ასახავს უფრო ნეიტრალური ცხიმების მომატებულ რაოდენობას (>2მმოლ/ლ) სისხლის პლაზმაში; სწორედ იმას რასაც გულისხმობს ტერმინი ჰიპერლიპემია, რომელიც არ უნდა გავაიგივოთ ტერმინ ჰიპერლიპიდემიასთან და ჰიპერქოლესტერინემიასთან. ფიზიოლოგიური ლიპემია აღინიშნება ცხიმოვანი საკვების მიღებიდან 3-6 საათის შემდეგ (ე.წ. ალიმენტარული ლიპემია). ლიპემია ადვილად კორექტირდება ჰეპარინის ინტრავენური შეყვანით, რომელიც ააქტიურებს ლიპოპროტეინლიპაზას და იწვევს სისხლის პლაზმის გათხიერებას (აქედან მოდის ჰეპარინის სახელწოდებაც – გამათხიერებელი ფაქტორი).