Tag Archives: დაკარგული

პლასტიკური ოპერაციები

პლასტიკური ოპერაციები – ოპერაციული ჩარევა, რომელიც სრულდება ორგანოების დაკარგული ფორმისა და ფუნქციის აღსადგენად თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტების დროს; მასში შედის ქსოვილთა გადანაცვლების, ტრანსპლანტაციის ან იმპლანტაციის სხვადასხვა მეთოდები ან მათი შემცვლელი მასალების იმპლანტაციები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კალმანის სინდრომი

კალმანის სინდრომი – ჰიპოჰონადოტროპული ჰიპოგონადიზმის შერწყმა ანოსმიასთან. ნიშნები: სასქესო ორგანოთა განუვითარებლობა, კრიპტორქიზმი (ცალმხრივი ან ორმხრივი), დაქვეითებული თმიანობა, ქოსა სახე. ავადმყოფს დაკარგული აქვს ყნოსვის შეგრძნება, ვერ არჩევს სუნს, არა აქვს პოლუცია, ერექცია იშვიათია, სათესლე ჯირკვალი ჰიპოპლაზიურია, ძვლის ასაკი ჩამორჩება პასპორტულს, გულმკერდი დეფორმულია, ჰიპერტელორიზმი; ზედა ტუჩი და მაგარი სასა გაპობილია, სიყრუე. სასქესო ქრომატინი არ არის, კარიოტიპი 46yx.

Read More