Tag Archives: დარღვევ

გველის ნაკბენები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გველის ნაკბენები – (ქირურგ.) შუა სარტყელში საშიშია ასპიტების კბენა, სამხრეთში, აზიაში და შორეულ აღმოსავლეთში – ჩხრიალა გველის ნაკბენი. კბენის შედეგად ორგანიზმში მოხვედრილმა შხამმა შესაძლოა გამოიწვიოს ცნს – ის პარალიზება (კობრის შხამში ნეიროტოქსინის არსებობა) ან სისხლჩაქცევები (ასპიტებში ჰემორაგინის არსებობა). შხამი იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე ზოგად ტოქსიკურ ზემოქმედებას. სიმპტომები,

Read More

გერვიგ – მაჟანდის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გერვიგ – მაჟანდის სიმპტომი – (K. H. Hertwig გერმ. ფიზიოლოგი; F. Magendie, ფრანგ. ნევროპათოლოგი) შეძენილი სიელმის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც ხასიათდება თვალების თავისებური მდებარეობით, რომლის დროსაც ერთი თვალი მობრუნებულია ქვევით და შიგნით, ხოლო მეორე – ზემოთ და გარეთ. დამახასიათებელია, რომ თვალების დისოცირებული მდებარეობა შენარჩუნებულია მზერის ნებისმიერი მიმართულების დროს.

Read More