Tag Archives: დაღუპვის

კამბიური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კამბიური უჯრედები – (cellulae cambiales ლათ.cambium  –  შეცვლა, განახლება)  განვითარების დიდი პოტენციის მქონე მცირედ დიფერენცირებული უჯრედები, რომლებითაც უჯრედის აგებულების ქსოვილოვან ეტაპზე სპეციალიზებული უჯრედების დაღუპვის ხარჯზე ხდება ქსოვილთა უჯრედული შემადგენლობის განახლება ფიზიოლოგიური და რეპარაციული რეგენერაციის პირობებში. მათ ახასია­თებს ცხოველმყოფელობის ვეგეტატიური მხარე (გამრავლება, ზრდა) და მუდმივ ყოფნა მიტოზურ ციკლში.

Read More

აბსცესი ღვიძლის ასკარიდული

აბსცესი ღვიძლის ასკარიდული – (abscessus hepatis ascaridosus) ღვიძლის ქოლანგიტური აბსცესი, რომელიც ვითარდება საერთო სანაღვლე სადინრის ან ღვიძლის სადინრების ბაქტერიული ინფიცირების შედეგად, მათში ასკარიდების შეღწევისა და დაღუპვის დროს.