პირამიდული უჯრედები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირამიდული უჯრედები – (cellulae pyramidales) თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ასოციაციური ნერვული უჯრედები. მათ სხეულს აქვს პირამიდის ფორმა, რომლის წვერი ქერქის ზედაპირისკენაა მიმართული. პირამიდული უჯრედების წვერებიდან და გვერდებიდან გამოდის დენდრიტები, ფუძიდან კი – ნეირიტი. სხეულის ზომის მიხედვით არჩევენ მცირე, საშუალო და დიდ პირამიდულ უჯრედებს, რომლებიც ქერქში შრეებადაა განლაგებული.