დიუპიუიტრენის კონტრაქტურა
დიუპიუიტრენის კონტრაქტურა Dupuytren’s contracture დიუპიუიტრენის კონტრაქტურა – მტევნის თითების დაკრუნჩხვა ხელისგულის აპონევროზის ნაწიბუროვანი გადაგვარების გამო. მიზეზები ცნობილი არ არის. ხელშემწყობი ფაქტორებია მტევნის ქრონიკული მიკროტრავმები. დიუპიუიტრენის კონტრაქტურა – სიმპტომები, მიმდინარეობა. ადრეული სტადიაში ვლინდება მკვრივი კვანძი ხელისგულზე, ხშირად მეოთხე თითის მყესის გაყოლებაზე; მოგვიანებით სტადიაში ვითარდება ერთი ან რამდენიმე თითის კონტრაქტურა. დიუპიუიტრენის კონტრაქტურა – მკურნალობა ადრეულ სტადიაში კონსერვატულია