Tag Archives: ენერგეტიკულ

ადენოზინფოსფორის მჟავები

ლალი დათეშიძე

ადენოზინფოსფორის მჟავები – ნუკლეოტიდები (იხ.), ადენოზინის მონო – , და დი – , და ტრიფოსფორის ეთერები, რომელთა შედგენილობაში შედის ადენინი (იხ.), ნახშირწყალი რიბოზა (იხ.) და ფოსფორმჟავას ერთი (ამფ), ორი (ადფ) ან სამი (ატფ) ნაშთი. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველი უჯრედის ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლაში. ადფ – სა და ატფ – ში ქიმ. ენერგიის დიდი მარაგია, რის გამოც მათ მაკროერგულ ნაერთებს (იხ.) უწოდებენ.

Read More

ადენოზინდიფოსფატი

ლალი დათეშიძე ადენოზინდიფოსფატი – ნუკლეოტიდი, რომელიც წარმოქმნილია ადენოზინით და ფოსფორის მჟავის 2 ნაშთით. მონაწილეობს ყველა ცოცხალი ორგანიზმის ენერგეტიკულ ცვლაში. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილებთ! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები