ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ერგასტოპლაზმა – (ergastoplasma ბერძნ. ergaston – მუშა იხ.პლაზმა) ენდოპლაზმური ბადის სახესხვაობა, რომლის მემბრანებზე მუდმივად დიდი რაოდენობით რიბოსომებია. ერგასტოპლაზმის ფუნქციური როლია მისი მონაწილეობა ცილების სინთეზში, რომლის ძირითადი ცენტრებია რიბოსომები. უკანასკნელნი განაპირობებენ ციტოპლაზმის ბაზოფილიას, აგრეთვე პირონინოფილიას . ერგასტოპლაზმა უფრო მეტად გამოხატულია ცილების აქტუალურად მასინთეზებელი უჯრედების ბირთვისახლო ბაზოფილურ ციტოპლაზმაში. ტერმინი