Tag Archives: ეტაპების

პროვიზორული ქსოვილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროვიზორული ქსოვილები – (textus provisorici) – პროვიზო­რული ორგანოების ქსოვილები (ყვითრის პარკი, ამნიონი, ალანტოისი, ქორიონი). მათ ეკუთვნის: ყვითრის, ამნიონური, ალანტოისური, ქორიული ეპითელიუმი, მეზენქიმა, გლუვი კუნთოვანი ქსოვილი, ლორწოვანი ქსოვილი და სხვ. პროვიზორული ორგანოების ჰისტოგენეზი მიმდინარეობს დაჩქარებულად, შემცირებულად (დროში) და გამარტივებულად (დიფერენცირების მორფოლოგიური ეტაპების ამოვარდნით) ანალოგიური დეფინიტური ორგანოების ქსოვილებთან შედარებით.

Read More

პოლიპლოიდია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიპლოიდია – 1. მცენარეთა ან ცხოველთა უჯრედებში ქრომოსომული კომპლექტის ჯერადი ზრდის შემთხვევების საერთო სახელწოდება. 2. პოლიპლოიდია – (polyploidia ბერძნ.poly – ბევრი და ploos – დაგროვება) უჯრედებში ორზე მეტი, მაგალითად, სამი, ოთხი, ხუთი და ა.შ., მთლიანი (ჰაპლოიდური) ქრომოსომების ნაკრების შემცველობა. ასეთი პოლიპლოიდური უჯრედები წარმოიქმნება მიტოზის სრული არარსებობის ან

Read More