Tag Archives: ექსტრასისტოლია

არითმია

არითმია – გულის შეკუმშვათა სიხშირის ან თანამიმდევრობის დარღვევა: რითმის გახშირება (ტაქიკარდია), ან შენელება (ბრადიკარდია), ნაადრევი შეკუმშვები (ექსტრასისტოლია), რითმის დეზორგანიზაცია (მოციმციმე არითმია) და ა. შ. არითმია შესაძლებელია გამოწვეული იყოს გულის კუნთის დაავადებით, ნევროზით, ალკოჰოლური ან ნიკოტინური ინტოქსიკაციით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ალორითმია

ალორითმია – (allorhythmia; ალო – + ბერძ. rhythmos რითმი; სინ.: ალორითმული ექსტრასისტოლია) გულის არითმიის ფორმა, რომელიც ხასიათდება რეგულარული ექსტრასისტოლით ყოველი პირველი (ბიგემინია), ყოველი მეორე (ტრიგემინია) ან ყოველი მესამე (კვადრიგემინია) ნორმალური პარკუჭოვანი კოპლექსის შემდეგ. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი