Tag Archives: თხელკედლიანი

მარსუპიალიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარსუპიალიზაცია – (ლათ. Marsupium ჩანთა, ტომარა)მუცლის, გულმკერდის ღრუს ორგანოების ცისტების ოპერაციული მკურნალობის მეთოდი, რომელიც მდგომარეობს ცისტების გახსნაში, შიგთავსის ამოღებაში და მისი კედლის კიდეების ცირკულარულ გაკერვაში. ნაჩვენებია დაჩირქებული გიგანტური, განსაკუთრებით თხელკედლიანი ცისტების დროს, ასევე იმ შემთხვევებში, თუკი ისინი შეეზარდნენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებს და რომელთა ამოკვეთა ან რეზექცია შეუძლებელია.

Read More

ლიმფური ძარღვები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფური ძარღვები – (vasa lymphatica) ლიმფური სისტემის თხელკედლიანი, სარქვლოვანი ძარღვები და ერთი ბოლოდან ჩაკეტილი ენდოთელური მილაკები (კაპილარები), რომლებიც აღწევენ ყველა ორგანოში და ქსოვილში, გარდა თავისა და ზურგის ტვინისა, ელენთის პარენქიმისა, კანის ეპიდერმისის და ლორწოვანი გარსების ეპითელური საფარველის, ხრტილების, თვალის კაკლის გარსების, თვალის ბროლისა და პლანცეტისა. გაფრთხილება! ბმულები:

Read More