Tag Archives: ინტოქსიკაციების

გასტრიტი კატარალური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გასტრიტი კატარალური – მწვავე გასტრიტი, რომელიც ხასიათდება ლეიკოციტების ინფილტრაციით კუჭის ლორწოვან გარსში, ანთებითი ჰიპერემიით, ეპითელის დისტროფიული ცვლილებებით; ვითარდება ძირითადად არარაცინალური კვებისა და კვებითი ინტოქსიკაციების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

აფექტური სინდრომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აფექტური სინდრომები – პოლარული ემოციური დარღვევები – დეპრესიები და მანიები. დეპრესიული სინდრომი ხასიათდება ავადმყოფურად დაქვეითებული ხასიათით, უგუნებობით, რასაც ზოგჯერ თან ახლავს სიმძიმის გრძნობა გულმკერდის არეში, ინტელექტუალური და მოტორული დამუხრუჭება. დეპრესიის ბუნება სხვადასხვაა; ნოზოლოგიური კუთვნილების მიხედვით განასხვავებენ ფსიქოგენურ დეპრესიებს (რეაქტიული, ნევროზული), ენდოგენული დეპრესიები მანიაკალურ – დეპრესიული ფსიქოზის და

Read More