Tag Archives: ინტოქსიკაციით

გრიპი

გრიპი – მაღალკონტაგიოზური მწვავე ინფექციური დაავადება, გადაცემის ჰაერ – წვეთოვანი გზით, რომლის გამომწვევია პნევმოტროპული რნმ – ის შემცველი სამი სახის ვირუსი (A, B, C) ორთომიქსოვირუსების ჯგუფიდან; ხასიათდება მწვავე დაწყებით, ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით, ზედა სასუნთქი გზების დაზიანებით, ხშირი გართულებებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

არითმია

არითმია – გულის შეკუმშვათა სიხშირის ან თანამიმდევრობის დარღვევა: რითმის გახშირება (ტაქიკარდია), ან შენელება (ბრადიკარდია), ნაადრევი შეკუმშვები (ექსტრასისტოლია), რითმის დეზორგანიზაცია (მოციმციმე არითმია) და ა. შ. არითმია შესაძლებელია გამოწვეული იყოს გულის კუნთის დაავადებით, ნევროზით, ალკოჰოლური ან ნიკოტინური ინტოქსიკაციით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი