Tag Archives: ისტერია

ისტერია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ისტერია – (hysteria; ბერძ. Hystera საშვილოსნო) ფსიქოგენიების სახესხვაობა, რომელიც წარმოიქმნება ფსიქოტრავმული გარემოებების ზემოქმედებით თავისებური ხასიათის მქონე (ისტერიული ხასიათის) პირებში და ასევე ჯანმრთელ ადამიანებში მძიმე ფსიქოტრავმულ პირობებში. ხშირად ვლინდება ახალგაზრდა ასაკში, უპირატესად ქალებში, თუმცა ავადდებიან მამაკაცებიც. ხასიათდება მრავალრიცხოვანი ფუნქციური დარღვეევებით, მეტად პოლიმორფული სიმპტომატიკით, რომელიც გარეგნულად მოგვაგონებს სხვადასხვა დაავადებებს.

Read More

ნევროზები

ნევროზები neurosis ნევროზები – ფსიქოგენიების განსაკუთრებით გავრცელებული სახე;  ხასიათდება ფსიქიკური დარღვევების პარციალურობით, მათდამი კრიტიკული დამოკიდებულებით, დაავადების შეცნობის შენარჩუნებით, სომატური და ვეგეტატიური დარღვევებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი ნევროზების განვითარება ხდება სხვადასხვანაირად. ხანმოკლე ნევროზულ რეაქციებთან ერთად არაიშვიათად აღინიშნება ასევე მათი გახანგრძლივებული მიმდინარეობაც. ნევროზული რეაქციები წარმოიქმნება შედარებით სუსტ, მაგრამ ხანგრძლივად მოქმედ გამაღიზიანებლით, რომელიც იწვევს მუდმივ ემოციურ დაძაბულობას ან შინაგან კონფლიქტებს.

Read More