ვარიკოზულად გაფართოებული ვენები
ვარიკოზულად გაფართოებული ვენები varix dilatation
ვარიკოზულად გაფართოებული ვენები – კუჭ-ნაწლავისმიერი სისხლდენის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია საყლაპავისა და კარდიის ვარიკოზულად გაფართოებული ვენები. სისხლდენის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს წნევის მკვეთრ მომატებას გაფართოებულ ვენებში, ასევე ვარიკოზული კვანძების მფარავი ლორწოვანი გარსების ეროზიებს. ვარიკოზული ვენებიდან სისხლდენაზე ეჭვის დროს საჭიროა ღვიძლის ციროზის კლინიკური ნიშნების ძიება: კანისა და ლორწოვანი გარსების იქტერულობა, ასციტი, ტელეანგიექტაზიები, მკერდზე თმის დაცვენა, გინეკომასტია, სათესლეების ატროფია მამაკაცებში, ღვიძლის გადიდება, სპლენომეგალია ჰიპერსპლენიზმის ნიშნებით.