Tag Archives: კიდეების

ანკილობლეფარონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანკილობლეფარონი – (ankyloblepharon; ანკილო – + ბერძ. blepharon ქუთუთო) ქუთუთოების კიდეების ნაწილობრივი ან სრული შეხორცება, რის გამოც თვალის ნაპრალი შევიწროებულია ან საერთოდ არ არსებობს. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

ამნიოგენეზი

ამნიოგენეზი – (amniogenesis ბერძნ.amnion – კრავი და genesis – ჩასახვა, წარმოქმნა) ამნიონის წარმოქმნის პროცესი; ადამიანსა და ადამიანის მსგავს მაიმუნებში მიმდინარეობს ჩანასახოვანი ფარის ფიალასებრი ჩაღრმავების კიდეების შერწყმის გზით. ამნიონი ასრულებს მკვებავ (ადრეულ სტადიებზე), დამცველობით, ენდოკრინულ (გამომ­ყოფ) ფუნქციებს, მონაწილეობს წყალ – მარილოვან ცვლაში და სხვ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More