Tag Archives: კლასის

ანტინუკლეარული ფაქტორი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანტინუკლეარული ფაქტორი – უჯრედთა ბირთვების საწინააღმდეგოდ მიმართული ანტისხეულები; მაგ. სისტემური წითელი მგლურას დროს. მიეკუთვნება G კლასის იმუნოგლობულინებს. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

აგამაგლობულინემია ლიმფოპენიური

აგამაგლობულინემია ლიმფოპენიური – (agammaglobulinaemia lymphopenica; სინ.: ალიმფოციტური აგამაგლობულინემია, გლანცმან – რინიკერის სინდრომი, იმუნოპარეზის შვეიცარული ტიპი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება მკერდუკანა ჯირკვლის აპლაზიით, ლიმფოციტებისა და პლაზმური უჯრედების არარსებობით ქსოვილებში, იმუნოგლობულინების ყველა კლასის დეფიციტით; ვლინდება სიცოცხლის პირველ თვეებში სეპტიკური პროცესით, ფილტვების, კანის, შარდგამომყოფი გზების დაზიანებით; გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით.