Tag Archives: კომუნიკაციის

ონლაინ – ტექნოლოგიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ონლაინ – ტექნოლოგიები – (ინტ.) on line შეტყობინებათა კომუნიკაციის საშუალებები ქსელურ საინფორმაციო სივრცეში, რომლებიც რეალურ დროში ინფორმაციის სინქრონულ გაცვლას უზრუნველყოფენ. საუბარი ინტერნეტში მოკლე ტექსტური შეტყობინებების დახმარებით („ჩეთი“), აუდიოვიზუალური კონფერენციები, ინტერაქტიური ქსელური თამაშები,დროის რეალურ რეჟიმში ინტერნეტ – მომსახურების სხვადასხვა ფორმები, ონლაინ – ტექნოლოგიების მოკლე ჩამონათვალს წარმოადგენენ. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ინტერნეტიკის ობიექტი და საგანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინტერნეტიკის ობიექტი და საგანი – (ინტ.) ინტერნეტიკის კვლევის ობიექტია ინფორმაციული გარემო, მისი თვისებები და მასში მიმდინარე ისეთი პროცესები, რომლებიც მხედველობაში მიიღებიან გლობალური კომპიუტერული ქსელის საშუალებით კომუნიკაციების განხორციელების დროს. კვლევის საგანია ინფორმაციული ურთიერთქმედებები, რომელსაც ახორციელებენ კომუნიკაციის მონაწილეები გლობალური კომპიუტერული ქსელის საშუალებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More